вторник, 3 января 2017 г.

eTwinning-ის საერთაშორისო ევროპულ პროგრამაში ჩართული ვარ 2013 წლიდან. Etwinning-ის ფარგლებში ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან,რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები. eTwinning-ის პორტალზე ვარ რამოდენიმე პროექტის ფაუნდერი. წელს ჩემმა პროექტმა ,, My country during the Second World War” მიიღო ხარისხის ნიშანი, რაც დიდი წარმატებაა პროექტში მონაწილე ყველა ქვეყნის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. ხარისხის ნიშანი მომენიჭა მე, როგორც პროექტის ფაუნდერს. ასევე, სერტიფიკატი გადაეცა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს. განათლების სამინისტრომ ამ წარმატებისათვის მე დამაჯილდოვა ლეპტოპით. პროექტში ჩართული მოსწავლეებიდან ადმინისტრატორის ფუნქცია ჰქონდა XII კლასელ გოგა ფოლადაშვილს. აღსანიშნავია მისი აქტიურობა და მასალების ატვირთვა თვინსპეისზე. ახალი პროექტებზე: ,,The wedding traditions in my country“ და ,, Digital Citizenship-My Country“ მუშაობა იანვრიდან დაიწყება ახალი ენერგიით.